↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სოხუმო ჩემო

მამა პეტრე (კვარაცხელია)

2026-07-181 წთ საკითხავი3728 ნახვა

—
ქალაქს ემოსა პერანგი წვიმის,სისხლისფერ წვეთებს გაევსო მიწა,დღე იყო რაღაც ძალიან ცივი,ცრემლებად იქცა უძირო რიწა...და რძისფერ მთებზე მოწყენილ იებსჩაატარებენ სულ სხვა ხელები...ილორს მოვავლე თვალები, მღვრიედა მივაბარე ზეცას ცხედრები.დავემშვიდობე ბედიის ლოდებს,კამანში სისხლი ამაოდ ვღვარე,ამაზე მეტი რა უნდა მქონდეს,ან როგორ დავთმო სამოთხის მხარე.საკენ-ჭუბერი, ქართველთა თხემი,ამდენი ცოდვით დამძიმდა მიწა...და იგვიანებს, სად არის გემი,ან, ვინ შეღება სისხლისფრად რიწა.ან ვინ ჩატეხა ხიდი ენგურის,ვინ დაადუმა მოქვის ზარები,რისთვის გაყიდეს ხატი, ჭედური,ფრესკებს მოვავლე ცხელი თვალები.ენგურს გადაღმა გაზაფხულია,თუმცა, არ ყვავის დამწვარი ნუში,ნამგალა მთვარეს სად არ უვლია,დიოსკურია ჩაუკრავს გულში.ასე წამართვეს სიცოცხლის გემო,დამუნჯდა ილორს დედო ზარებიისე ნუ მომკლავ, უფალო, ჩემო,რომ არ მოვავლო სოხუმს თვალები!.....
მამა პეტრე (კვარაცხელია)

მამა პეტრე (კვარაცხელია): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი