↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჯვარცმა

მამა პეტრე (კვარაცხელია)

2026-07-181 წთ საკითხავი3731 ნახვა

—
პალმის რტოებს ჩაუვლიან ლანდები,და ღმერთკაცის ჯვარცმულ სახეს ვნახავ,მდუმარებას ხელში აყავს ხატები,შენ იუდას გაღიმებას ხატავ.ზეთისხილის მთას დაჰყურებს მთვარე,გველისფერი გზა მიჰყვება ტაძარს,და მესიას შეიპყრობენ მალე,დღეს იუდას ჩვენში ბევრი ბაძავს.ვნების კვირა გაგრძელდება დილამდე,საიდუმლო სერობასაც ვთლიდი,ხელს დაიბანს პონტოელი პილატე,მაცხოვარს კი უთვალავჯერ ვყიდი.გულისთქმას რომ დაბრმავებით ვენდე,მიწევს ბევრი განსაცდელის ატანა,და ჭოწმანობს მოციქული პეტრე,ქრისტე ეტყვის გამშორდიო სატანა.ნაზარეთის თხემისფერი კედლები,ერთხელ მაინც უნდა ნახოს კაცმა,ჯერ დახატე ზეთისხილის ქედები,მერე უფრო ადვილია ჯვარცმა...
მამა პეტრე (კვარაცხელია)

მამა პეტრე (კვარაცხელია): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი