↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დედას

დანელია ბათუ

2026-07-181 წთ საკითხავი3611 ნახვა

—
დედა, ასჯერ რომ გავჩნდე ამქვეყნად,ასჯერ რომ მომცეს ყოფნამ როლები,ნუთუ ასჯერვე გამზრდის სხვა დედა,შენ კი ერთხელაც არ მეყოლები!ნუთუ ერთმანეთს ჩვენ დედა-შვილადაღარ შევხვდებით აწი აკვანთან!ნუშები წელსაც აფრად გაშლილან,ალუჩა წელსაც თეთრად აყვავდა,მაგრამ შავი დღე სულშიც შემოთოვს,ცისქვეშ უდედოდ როცა დავრჩები,იმ გაზაფხულებს, იმ შემოდგომებსდაემდურება ჩემი ფანჯრები...ჯერ ისიც მირჩენს სულის ჭრილობებს,ჩამავალ მზეს რომ დარდით გასცქერი,ნუგეშს მცემს შენი მოწყენილობაც,მხოლოდ ისაა თავზარდამცემი,რომ კიდევ ასჯერ გავჩნდე ამქვეყნად,ასჯერ რომ მომცეს ყოფნამ როლები,თურმე ასჯერვე გამზრდის სხვა დედა,შენ კი ერთხელაც არ მეყოლები.
დანელია ბათუ

დანელია ბათუ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი