↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიჩუმის ფურცლები

ჩიკვილაძე მარი

2025-02-131 წთ საკითხავი7026 ნახვა

—
და როცა ირგვლივ ყველა აჩუმებს,უმისამართო სიტყვებს ღამეში,როცა მე ვხედავ გზაზე უჩუმრად,როგორ ჩაივლის ფიქრთა თარეში.
მე ვხედავ მზეს და ვხედავ ვარსკვლავებს,ვხედავ სიჩუმის ფურცლების ფარფატს,როცა სიტყვები არაფერს ნიშნავს,როცა დუმილი ყველაფერს მართავს.
მე ამ სიჩუმის ხმაში ვიბუდებ,გზააბნეულს კი მიჭირს ცხოვრება,მე მინდა ჩემი პატარა კუთხე,მინდა ყველასგან განმარტოვება.
გული მკარნახობს სიტყვებს წყვილ-წყვილად,მე სუფთა ფურცლის ძალას ვივალებ,გაფრენილ სიტყვებს ვაგროვებ ფრთხილად,და სიზმრის ფრთებში დავაბინავებ...
ჩიკვილაძე მარი

ჩიკვილაძე მარი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი