↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიზმარი

ჩიკვილაძე მარი

2025-02-131 წთ საკითხავი7030 ნახვა

—
დღეების ფერთა,განვიცდი ფეთქვას,ეცემა ფეხთანფოთოლთა ხმებით სავსე აკორდები,უსიტყვოდ ვბერდები,გარბიან დღეები,მივიწყებს ღმერთიც დავეძახი ლექსიდან...სამოთხე მეც მინდა!დღეს არა...ხვალ არა...ზეგ მინდა!ზეციდან ისმის პასუხი და...მტრედიც გამიფრინდა...მერე მაწამეს დაჯვარზე რომ ვერ გამაკრეს,სადღაც გადამაგდეს;
მერე ვიხოხე და მაინც ამოვედი!გავყევი დინებას...გავცდი გზაჯვარედინს...მივედი უფალთან,ცად,იჯდა ბუხართან...ერთხანს უსიტყვოდ და მდუმარედ მიმზერდა,მერე მომიბრუნდა,მზერა დამიბინდდა,ჩუმად მიპასუხა:-დაბრუნდი ფოთლებთან,და მოუბოდიშეფეხით რომ გათელე,იჩქარე,იჩქარე,ვიდრე გაწვიმდა,მერე დაბრუნდი დაის მთხოვე რაც გინდა...ასე თავდახრილიდავბრუნდი მიწაზე;ბედნიერია,იღვიძებს ვინც ასე,იმედით,რომ ზეცას შეწვდები გგონია,ხელს იწვდი ღმერთისკენ და...-გმადლობ უფალო,რომ ვარ დარომ ვცოცხლობ...
და სადღაც ღრუბლებში,შენ ჩემთვის არსებობ...
ჩიკვილაძე მარი

ჩიკვილაძე მარი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი