პოეზია · ლირიკა
მარცხნივ
აქეთა მხარეს არა... იქით...მარცხენა მხარეს,შემომაკარი დახორკლილი ხელისგულები.იქნებ ცოცხალმა არტახებმა დააგუბონ ეს კალაპოტი-გაჟონა ისევ.ვეღარ აკავებს ამ დინებას ჩემი სხეული.ეს რძით სავსე მდინარეები ჩამოსდით ხეებსგადავსებული ჯიქნებიდან,როგორც ცრემლები...ჩამოიწურე... ჩამო, ჩამო.. ჩამოიწურე.იქით კი არა.. აქეთ, აქეთ...მარცხენა მხარეს.ეს დოლაბივითთუ ტრიალებს წუთისოფელი,ან თვით დოლაბი გატრიალებს შენივ წისქვილზე.ინგრევა ყველა გოდოლი დააქვე გზისპირასზის უშნო კაციკაცი ზისდასველ ბელტებს ყლაპავს.ჩამოფქვა უკვე,ქვაღორღები და ბილიკები.ჩამოფქვა უკვე,მინდვრები და ზღვის ნაპირები.ჩამოფქვა უკვე ჩემი, შენი, მათი შვილები.ააგუნდავა, მოზილადა...
იყო დრო, როცასასთუმალთან ამაყად იდექ.წარბაწეულიგართხმულ სხეულს გადმოჰყურებდი.იცოდი შენი ნაშიერი უნდა მეშობა,რომ მერე ერთით გამრავლებულ კაცობრიობასერთი ხმიადი ამოეღო შენი თონიდან.ჩემი ლოგინისათონე შენი.გადაიწიე და ვეღარ ჩაწვდიდა მერე ნაცრად ქცეულ კოცონთანთეთრი სიჩუმე აგროვებდა პურის ნამცეცებსმიწაშემხმარი, ხორკლიანი ხელისგულებით.
აქეთა მხარეს არა...იქით...მარცხენა მხარეს.ჩამომიწურე...ჩამო, ჩამო...ჩამომიწურე.ვეღარ აკავებს ამ დინებას ჩემი სხეულიეს რძით სავსე მდინარეები ჩამოსდით ხეებს-როგორც ცრემლები.თონეში ცეცხლი გააღვივეჩემი ან სხვისი,თონეში პური ჩააკარიჩემი ან სხვისი,თონიდან კუტი ამოიღეჩემი ან სხვისი-გულზე დანა-მეგულზე დამისვი,ძუძუმოჭრილი სხეულიდანტკივილი რომ ვაწოვო პირმშოს.
ზის უშნო კაციკაცი ზის დასველ ბელტებს ყლაპავს.