↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მგზავრი

ჯავახიშვილი კატო

2026-07-182 წთ საკითხავი2539 ნახვა

—
“დგომა მგზავრისა ცთომაა”
ტანმორჩილ ხეებს ვერავინ ამჩნევს.გზაზე ნისლია ისე მუქი-“თითს ვერ მიიტან თვალთან ახლოს”ამოიკორტნო.და(გა)საქცევადგულისპირზე გიჩნდება ლაქა,როგორც ფურცელზეფიქრის ესკორტით გაცილება-მელნის დაქცევა.
დღეს უფრო დიდხანს იდგები ფეხზე,რომ როცა ბოლოს, ჩაიმუხლებ ტრიალ მინდორზე,სადაც ყვავილებს გულის წასვლა ეპატიებათმიხვდე - ამბიდან მოგონილი ზღაპრის ბოლომდეიწყები მხოლოდ.დღეს უფრო მეტი უნდა იარო.გზაზე ქარისგან დაწიხლული წლები შემოგვხვდესმტვერი ავარდეს და ქუდმოხდილ ცაში აგროვო,რომ როცა ღრუბლებს მოშივდებათ წვიმის სიმშრალეთვალთ შეაყარო.შენ ჩაიარო და არ გაჩერდე.
მტვრის ნამცეცები თესლად ყარეს დედამიწაზე.ქალი თესავდა, კაცი მკიდა თავის მოსავალს.გამოცლილ ნეკნზე გათენება, როგორც ფიწალზეეგდო და ღამე გრავიურის ჭრილად მოჩანდა.
მიკიოტები მოგკივიან ვერავინ გხედავს.მაღალ ხეებში ისე ჩნდებიზურგიდან მოგდევს შენი წარსული-სიტყვაც-რეფრენად.შენს ფოთლებს ქარი მიაქანებს დახორკლილ გზებზეგადასაფენად.და ჩაუარო ტანშიშველ და ფერშეცვლილ ქალებსქმრების ლოდინში სპილოს ეშვის მძივს რომ აცვამენდა ტიტრებს შენი შვილიშვილი თვალს რომ უშტერებსერქვას “ბარაკა”-ეს კადრია კინოფილმიდანშენ რომ აფრიკულ ნაწნავებადჩამოიწანი.საყვირის ხმაზე დაზურგული მონადირისთვისროკავდეს მდედრი. ცეცხლის ალი იწვერებოდესცამდე და მაინც გვერდით წყარო იყოს ცისფერი-გესლის გარეშე.შენ ჩაიარო და არ გაჩერდე.
მტვრის ნამცეცები თესლად ყარეს დედამიწაზექალი თესავდა, კაცი მკიდა თავის მოსავალს.დღე იდგა, ოდნავ ფერშეცვლილი მიცვალებაზეფეხებს ხვალის და გუშინდელის ფერებს უსვამდა.
შემოგხვდეს კლდეზე გამოშვერილ ჭიუხებიდანვიღაც იდგეს და გრძელ ტრავერსებს შუბლით ხაზავდეს.აგურებისგან შენდებოდეს ცათამბჯენები-შენ ვერ ამჩნევდე.მდინარეები გროვდებოდნენ რკინის მილებშიიტოტებოდნენ და მოვერცხლილ სადინარებშიმარგალიტები ირეოდნენ როგორც ცრემლები-ბუდის გარეშე.დღეს უფრო მეტად უნდა გინდოდეს,სადმე იქ, სადაც ვერ შეახო ჯერაც ხელებისაკვამურიდან ამოზრდილმა დედაქალაქმაგაუჩინარდე-დაიკარგო კვალის გარეშე.დღეს უფრო დიდხანს იდგები ფეხზე,რომ როცა ბოლოს ჩაიმუხლებ ტრიალ მინდორზე,სადაც ყვავილებს გულის წასვლა ეპატიებათმიხვდე: ამბიდან მოგონილი ზღაპრის ბოლომდედამთავრდი უკვე.
გზის მარშრუტს ისევ ვერავინ ადგენს.მიჰყვება მგზავრი, ტანმორჩილიუბრად ბილიკებსდა წარსულიდან მომავლამდე გაჭიმულ თოკზეაწმყოს იტკიებს.
ჯავახიშვილი კატო

ჯავახიშვილი კატო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი