↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საგაზაფხულო აღსარება

დეკანოზიშვილი ნუციკო

2026-07-181 წთ საკითხავი1999 ნახვა

—
ჩემს უსაყვარლეს იღუმენია იოანას
მოვედი, დედაო,მხდალი და ფერმკრთალი,მიწის ღონიერმა მეწყერმა წამიღო...ბავშვივით წრფელი ვარ და მაინც ვერაგი,თქვენ უნდა გამიგოთ!
ვევნები... ღიმილს კი ვერაფრით ვივიწყებ,მაგიჟებს აპრილის საღამოს სუნთქვა,ტალანდოს რაკუნში მაცხოვარს ვუღიმი,იქნებ, მიშველოთ დაგამიგოთ უნდა!
გაზაფხულს მოვყევი კაბების ფრიალით,გზა და გზა დაღვრილი აპრილი ვაგროვე,მინდვრის ყვავილებით ოცნება შევკონედა ისიც მაცხოვრის ფეხებთან დავტოვე...
ჩემს სულს რა ვუთხარი,დედაო, გული კისაშინლად ლამაზი ცოდვისთვის მაქეზებს!თქვენს ძაძებს ვემთხვევიდა ხელებს გიკოცნით!უნდა მაპატიოთ, დედაო!გაგენდეთ...
დეკანოზიშვილი ნუციკო

დეკანოზიშვილი ნუციკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი