პოეზია · ლირიკა
ადენომა
ყურის ბიბილოს და ყელის გასაყართან--დელიკატურ ძარღვთან-შენი სუნთქვა დამრჩა...ხოლო სიყვარულ-ვადაგასული შენი ორეული--მამრის ჰაბიტუსით,მწიფე ჭერამივითდაბლა დაენარცხა...
ჩემი დეპრესიაც არსად აღარა სჩანს...
მხოლოდ ინერცია ფსევდო-აღტაცების,სადღაც პაროდია სალამბოს გატაცებისდა ჰესსეს ზღაპრების...
თავდაცვის საუკეთესო ხერხია--ასტიგმატიზმი,ჩემმა ჭკვიანმა თავმა მოიფიქრა--უბრალოდ, აღარ მინდა დავინახოდა ბუნდოვნად ვხედავ,აღარც განვიცდი...
ექიმის დასკვნა კი,და რატომ, არ ვიცი,თითქოს ესღა მაკლდა:"ყურის ბიბილოს და ყელის გასაყართან--დელიკატურ ძარღვთან-ადენომა გაჩნდა."