↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მესხის გამოხედვა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2009-05-131 წთ საკითხავი96955 ნახვა

—
ის გამოხედვა მზიურიშვილთა ვალი და სესხია,შეგრძნება ტიტანიური,იტყვი: ნამდვილი მესხია.
ის გამოხედვა სხვა, წრფელი,ვერავის ვერ მოესყიდადა ამაყობდა ქართველიიმ ერთი ვინმე მესხითა.
იმ გამოხედვით არეებსუკვდავი ცა მიესხურათ,ვეფხვების შემოგარეებსსხვა ვერვინ იტყვის მესხურად.
ის გამოხედვა გასდევდაშთამომავლობას მესხივედ,იბრძოდა, თავს გადასდებდათავგანწირული მესხივით.
არის ტალღათა მოხეთქვაძლიერი, არ უნებური.მითხარით, სხვა გამოხედვასად არის მესხისებური?!
გრიგალია თუ სეტყვაა,არ მეშინია მე სხვისა,ქართველში გამოხედვააიმ ერთი ვინმე მესხისა.
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი