↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქეთევან დედოფალი

მებურიშვილი ირმა

2001-08-121 წთ საკითხავი418 ნახვა

—
დედოფალთა წესია, არ დამჩნევა დარდისა,ხელი მტკიცედ გაავლო საგდულს ტახტრევანდისა,გადმოვიდა, შვენოდა შავი შესამოსელი,სამფარველოდ მოიხმო ციდან ანგელოსები,მიდის შესაგებებლად _ ტანჯვის უმოწყალოსი,ჯვარცმა გულში ჩაუკრავს სასოებით სალოსის,მოედნის შუაგულში მზადება აქვთ ღულამებს,ცეცხლს ანთებენ, შანთები ირგვლივ შემოულაგეს,აელვარდნენ შანთები მეტი სიმხურვალისგან,შუა ცეცხლზე შემოდგეს დიდი ქვაბი რვალისა,გვემეს, გვემით უფრორე გახელდნენ მოსისხარნი,`უარყავი!~ _ ვედრიდა კრძალვით შირაზის ხანი,`უარყავი!~ _ ჯალათთა რისხვა უფრო იზრდება,`უარყავი!~ _ იწამე მაჰმადის სჯულისდება,მომაკვდავი ქეთევან რისხვით კივის _ `აროდეს!დედოფლობას ამნაირს სჯობს სიკვდილით ვხარობდე!~აღესრულა ქეთევან და სეირიც გასრულდა,სული ამოხდენილი ცისკენ შვებით გაცურდა.

მებურიშვილი ირმა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი