პოეზია · ლირიკა
უფლის კვართი
აღდგომაა, მოაწია ლოცვის ჟამმამაცხოვარი _ ჩემს სულსა და გულში მხედი _ნუგეშს მცემდა, მასველებდა აიაზმა,ვიდრე სათქმელს, დაუთმენელს, გავუმხელდი.აპრილია და ვერ მძლავრობს გაზაფხული,სულში გლოვას სიხარული ვერ ამეტებს,უფლის კვართი _ ტაძრის ძირში დამარხულიმახსოვს ისე, ვით გაცრეცილ პერგამენტებს.აქ, მცხეთაში, ვით მოჰქონდა ელიაზარს,ვით ჩაუკრავს კვართი მის დას _ გულში სასოდ,ვით მოუკლავს კვართმირქმული ელდას საზარსდა ვით უთქვამთ: `ჟამი მისი მერმე არსო~.ვიდრე იქვე დამარხავდნენ ქალთან ერთად,`მერმე~... როცა ის აღთქმული ჟამი დადგა,სამარეზე ცა და მიწა შეაერთასაკვირველმა, მოელვარე შარავანდმა.და მას ჟამსა კვართს _ ტაძარი სვეტიცხოვლისაუშენეს მდინარეთა შესართავთან.აღავსებდა რწმენის საოცარი ძრწოლით _ყველა მნახველს, სალოცავებს, სხვებს არ ჰგავდა.აღდგომაა, იცისკარებს მალიად ცა,სულს ვაყოლებ სანთლის ალთა მიმორწევას,სწამთ მლოცველებს _ რა ხანია ელიან ზარს,უკეთეს სვეს _ საქართველო _ მოესწრება.