↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სადაა ვინც გიყვარდა

მებურიშვილი ირმა

2001-08-121 წთ საკითხავი422 ნახვა

—
ბაღში ქარი აზავთდა, ქარი ქართ-უქარესი,ბობოქარი სისინით და ხმებით მუქარისა,გაიტაცა ფიცი და გაიტაცა ალერსი,ფიქრიც, ჩემთა ყოველთა ფიქრთა უწინარესი,ისიც, რაიც სიცოცხლის ფასად არ დამითმია,რაც კი სულმა იწამა, რაც კი სულმა ითნია,გაიტაცეს, დანდობა ვის უნახავს გრიგალთა,სისინებენ, სადაა, სადაა, ვინც გიყვარდა,ვისად მაჟღერებელი ხარ მაგ შენი ქნარისა,ამაო მომლოდინევ გამოგონილ ქმარისა,ნუ მაშინებთ, ქარებო, ხმით ყალბით და მქისეთი,მოვა, მოვა ის ერთი ღამით მომაისეთიდა თუ არა, სიკვდილთან დღესვე ვიყოფ სარეცელს,სიკვდილია სიცოცხლე _ სიყვარულის გარეშე.

მებურიშვილი ირმა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი