პოეზია · ლირიკა
მარტივი ბედნიერება
მიუხედავად ყველაფრისა, ძილის წინ,როცა თოვლიანი ქუჩა სუდარას მაგონებს,ყინული-ტყუილს,მე ვკითხულობ:დედის ლოცვას (ნეტავ, თეკლას სძინავს?),შვილის ლოცვას (დედა, ალბათ, დაიღალა),ლოცვას სნეულთათვის (ჩვენ სნეულები ვართ),სამშობლოსათვის (ღვთისმშობელო, დაგვიფარე),მიცვალებულთათვის (მამა და... ),სულიერი მოძღვრისათვის (ალავერდელი მიტროპოლიტი);და ვტირი ჩემი უმადურების გამო--ამხელა სიმდიდრის პატრონი,ღარიბივით ჩამქრალი თვალებითრომ დავდივარ დასიცოცხლის მეშინია,სიკვდილისაც...მერე, ვაყოლებ ოპტინელი ბერების ლოცვას;"უფალო, მომეც მე ძალი,რაითა სრულიადმინდობილ ვექმნე წმიდასა ნებასა შენსა."და ქრისტეშობას ვსუნთქავ--თოვლი ბავშვობას მაგონებს,ყინული-სრიალს.