პოეზია · ლირიკა
მოგესალმები, მარია
"ია ორანა, მარია",აღარც დარია,აღარც მზეა,ზამთარია დაზურგის მალებში ქარია,მხოლოდ,მარია.არის სიკვდილი,სიკვდილია და,ღვთაების კართანსევდიანი ჭაბუკის კუბო.არც ფიფქებია,არც დარია,და მზე ისეთი საპყარია,-ძვლებში ატანსსიცივე,სად ხარ, მარია?დილის ლოცვები ხომ გესმოდა?ოქროსფერია გოგოს ლოცვები,არეულია გოგოს ლოცვები,-გოგოს სიტყვები-"ია ორანა, მარია".აღარც დარია,აღარც მზეა,და გამჭოლი ზურგის ქარია,ზარები რეკენ ნაღვლიანად,ყვავებიანი გუმბათია,მხოლოდ ზარია.და როგორა ვარ-მეკითხებიან.გავიღიმები,-დეკემბერია,და ზამთარია.თუმცა, მერე რა, და მერე რა?-ზამთარია და ხელი დამრია,ძილშიაც მახსოვს შენი მზერა.ისევ დავმარცხდი,ვწევარ სამარხში.მცივა-გამათბე.მშია-მაჭამე,დილის ლოცვები მათქმევინე,მხედავ?დავბრუნდი შენს დღეებში,თუმცა ღამეა."ია ორანა, მარია,ია ორანა, მარია".