↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დავიგვიანე

ნაკუდაშვილი მურთაზ

2017-06-121 წთ საკითხავი329 ნახვა

—
დავიგვიანე, ბაწარაო და ალაზანო,გამახსენდებით, თქვენს ატეხილ დინებას ვხედავ.დავიგვიანე, ბახტრიონო, ჩემო ალვანო,მოხუცო ქალო,დარდით წელში მოხრილო დედავ.დავიგვიანე, სიჭაბუკე დავხარჯე სხვაგან.თუშო ასულო,მაგ თვალების სიწმინდეს ვფიცავ,დავიგვიანე,ვიცი ახლა შენთვის სულ სხვა ვარ,გვერდს ჩამიარე, ყრმობავ ჩემო და ვეღარ მიცან.რამდენი წელი არ მენახეთ, თუშეთის მთებო.საჯიხვეებო, მიწავ ჩემო, ვალში ვარ შენთან,ჩანჩქერო, კლდეზე ჩამოშლილოქალღმერთის თმებო,ენით უთქმელო სილამაზევ, დიდება შენდა!მუხლზე დაშვებით თაყვანსა ვცემწინაპრის სახელს,ქართულ ვაზსა დასაქართველოს ზღაპრულ განთიადს,ვუმღერებ მამულს,სანამ ვსუნთქავ და თვალებს ვახელ,სანამ ჩემი მზე საქართველოს ცაზე ანთია.

ნაკუდაშვილი მურთაზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი