↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სახლი ფალიაშვილის ქუჩაზე

ნაკუდაშვილი მურთაზ

2017-06-121 წთ საკითხავი317 ნახვა

—
ავედევნები უხმოდ შენს ქუჩას,წამით ვჩერდები ნაცნობ ჭადრებთან.თმებში ნიავი ფათურობს ურჩად,და ვდგევარ ასე, დუმილით ერთხანს.ვდგევარ და ვუსმენ იდუმალ ჩურჩულს,ტკბილ ძილისპირულს შრიალა ხეთა,მთვარე ღრუბლიდან გაუსხლტა ურჩხულსდა ჩაიძირა მთებს იქით, ხევთან.გულდაწყვეტილი ჩავიდა მთვარე,ცაზე ანთია ირმის ნაფრენი.იწვის ვარსკვლავი სხივმოელვარე,ღამემ აუშვა შავი აფრები.ვემშვიდობები ჭადრებს უსიტყვოდ,მიმაცილებენ ჩუმი შრიალით,კვლავ შენი ბინის მიმყვება სითბო,ირგვლივ ღამეა თვალგიშრიანი.ამ სახლში შევხვდი პირველ სიყვარულს,ერთი პატარა მთიელი ბიჭი,აქ მოვყვებოდი სევდას, სიხარულს,არა მხლებია ოდნავი იჭვიც.თვალს და ხელს შუა გაფრინდნენ დღენი,შენც გაგიტაცეს თითქოს და სადღაცდა ვგევარ ხარლაღს, მთებიდან დევნილს,გეძიო ვისთან, გეძიო სადღა?

ნაკუდაშვილი მურთაზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი