↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ძნელი ყოფილა

არაბული მინდია

2005-11-121 წთ საკითხავი6046 ნახვა

—
ძნელი ყოფილა მარტოობა,უკაცურობა-უარესი;ძნელი ყოფილა მუხლთ მოკლება,გული რომ გერჩის-უარესი;
ძნელი ყოფილა უმეზობლოდ,უმოკეთეოდ უარესი;ძნელი ყოფილა წვრილშვილობა,უშვილბოლობა-უარესი;
ძნელი ყოფილა სხვათ იმედი,შენი რომ არ გაქვს-უარესი;ძნელი ყოფილა ცხენის მოვლა,სხვა რომ შეჯდება-უარესი;
ძნელი ყოფილა მამულთ ღორღვა,სხვა რომ ხელს მოჰყრის-უარესი;ძნელი ყოფილა ძმა რომ არ გყავს,მტერი რომ არ გყავს-უარესი;
ძნელი ყოფილა უაბჯრობა,რომ დაჟანგდება-უარესი;ძნელი ყოფილა შვილის წურთნა,რომ ვერ გასწურთნი-უარესი;
ძნელი ყოფილა სიმართლის თქმა,სიმართლის ვერ თქმა-უარესი;ძნელი ყოფილა ტოლ-სწორობა,ბოლოს გატანა-უარესი;
ძნელი ყოფილა მთის გადავლა,რომ გადაივლი-უარესი...ძნელი ყოფილა მარტოდ ფიქრი,მარტოობაზე უარესი!
არაბული მინდია

არაბული მინდია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი