პოეზია · ლირიკა
ძნელი ყოფილა
უკაცურობა – უარესი;ძნელი ყოფილა მუხლთ მოკლება,გული რომ გერჩის– უარესი;ძნელი ყოფილა უმეზობლოდ,უმოკეთეოდ–უარესი;ძნელი ყოფილა წვრილშვილობა,უშვილბოლობა – უარესი;ძნელი ყოფილა სხვათ იმედი,შენ რომ არ გაქვს – უარესი;ძნელი ყოფილა ცხენის მოვლა,სხვა რომ შეჯდება – უარესი;ძნელი ყოფილა მამულთ ღორღვა,სხვა რომ ხელს მოჰყრის – უარესი;ძნელი ყოფილა ძმა რომ არ გყავს,მტერი რომ არ გყავს – უარესი;ძნელი ყოფილა უაბჯრობა,რომ დაგანგდება –უარესი;ძნელი ყოფილა შვილის წურთნა,რომ ვერ გასწურთნი – უარესი;ძნელი ყოფილა სიმართლის თქმა,სიმართლის ვერ თქმა – უარესი;ძნელი ყოფილა ტოლ-სწორობა,ბოლოს გატანა – უარესი;ძნელი ყოფილა მთის გადავლა,რომ გადაივლი – უარესი...ძნელი ყოფილა მარტოდ ფიქრი,მარტოობაზე უარესი!