პოეზია · ლირიკა
ცირა
მომაგონდება ზაფხულისაარაგვოზე წვიმა,სადაც ხავსიან ქარაფებსგულჩათხრობითა სძინავთ.
მომაგონდება მაისისერთი ფშაური დილა,როცა ხევებშიც მზე დგებადა ორწოხებშიც თბილა.
როცა გულცივად ჩაუვლისმაღაროულას ნისლი,ფშაველი მეფანდურისატკბილის სიმღერა ისმის.
მომაგონდება მიდამოსადაც ვსახლობდე უნდა,მიჯნურისათვის პირველადნასროლი თოვლის გუნდა.
მომაგონდება ბავშვობაუდარდელი და ლაღი,და აღმომხდება კივილიმოგონებებით დაღლილს.
მერე ჭალაში ჩავივლიერთ სიმერასა გწირავ,მთების პატარა ასულოთველებცქრიალა ცირა!