პოეზია · ლირიკა
ჩემსავ ძმას განუკურნია
მე ყველაფერი ჩემი მაქვს,სამადლო არა მქონდა რა,კახეთში სახნავ-სათესი,სამეგრელოში ოდა მაქვს.
ხევსურეთს-საიალაღო,მამის პატარა კარავი,შირაქში-პურის ბეღლები,ყვარელში-ღვინის მარანი.
მე სამთაბარო ჩემი მაქვს,მე მუდამ ჩემი მზე მელის,ვარ მისი ერთი მლოცველი,ერთი თაყვანისმცემელი!
ჩემს ეზო-კარში ვფუსფუსებვუვლი საკუთარ კერიას,ჩემსავ ძმას განუკურნიათუკი რაიმე მტკენია.
სიტყვა და წიგნი ჩემი მაქვსჩემი მაქვს წეს-წყობილება,სიყვარულს ვუზღავ ორ-წილადვინც გულით მეძმობილება.
ჩემი ჭირი და ლხინი მაქვს,სხვას არას დავესესხები,ვიდრე სვანეთი სვანეთობს,ვიდე მესხეთობს მესხეთი!
ვიდრე აჭარის მთა-ბარშიცხელი ქართული გული ძგერს..მ ე მყავს ცოტენ და პაატამყავს ცხრა ძმა ხერხეულიძე!
არვის არაფერს შევნატრიარვის არაფერს ვაწონებ,მოკეთე მინდა ჩემი მხრისჩემი მხრის მინდა საცოლე!
ალერსი მინდა ყოველთვისმე მშობლიური მთა-ბარის,იმის ტკივილებს ვეწამლოვიყო იმისი საფარი!
ჩემი სიცოცხლით,სიკვდილით,ჩემი სიმღერით მცირედით,იმის მადლიან ლაღიანმიწასაც შევეწირები!