პოეზია · ლირიკა
ბასარან!
დიდიმის დილა გაქვს თვალებში, ბასარან! მაოცებ,შენს ზღვაში რამდენიც კენჭია, სულ ყველას დავითვლი,ხელს მიწვდი-გოკჰან! და მე ნინა-გურჯი ვარ, საოხრევ,რა თბილი ხელი გაქვს, ნეტავი, გრქმეოდა დავითი..სილაში ვტკეპნით და, ნიშნავს, რომ მალე წაიშლებაჩახჩახა კადრები. მშობლიურ ქალაქებს ვატოლებთსულოცდათხუთმეტი ათასი... წარსულით შიშვლებმასიცილი ჩავიცვით, გადავცდით უხერხულ ფაქტორებს,და მაინც, ალმური მომედო ზედმეტი რუჯივით,მიმტკიცებ, რომ შენი გულივით ცხელია დიდიმი,ქალაქი ქალია ახლა და... და ნინა-გურჯივითრონინით მოგდევს და, რესპექტაბელურად გიღიმის,მოლა ავდება და, მე პირჯვარს ვისახავ, ბასარან!ბასრია, განა რა, ეს ჩემი ხის ჯვარი... ეფესოსზარმაცად აზმორებს, მედუზას თქმულება გაშალა _მკლავზე დამიწვინა, მკერდში დანასავით შემესომრუმე ისტორია... ვამტვრევთ საზიარო ბრიტანულს,შენ ზეთისხილივით ბლიკიან ღამეზე მიყვები...ფლოქვების თქარუნი მიფეთქავს ტვინში და, მინდა, რომყელზე მოგაბჯინო ქართველი ქალების მითები,და ასე დავღვარო _ ალუბლის წვენივით _ ეგ სისხლი,ვითომ შემთხვევით რომ დამექცა, მიფრთხილდი, საოხრევ!ჰოი, როგორ ამეწვა ნინა-გურჯს ტაო და ეგრისი,დიდიმის დილა გაქვს თვალებში, ბასარან! მაოხრებ...