↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თუნდაც დაცინვით

დეკანოზიშვილი ნუციკო

2026-07-181 წთ საკითხავი2002 ნახვა

—
რომელი ერთი...რეისების მუდმივი მგზავრიპირში სიგარით, ყელში ბოღმით და თავზე შლაპით,აი, ეს კაცი მეუბნება, რომ აქვე-სადღაციყო სიკვდილი-განახლების დიადი შტამპი.
რომ აქვე ვთხრიდით საფლავებს და აქვე ვმარხავდითცოცხალ სიყვარულს, პარკინსონით ავადმყოფ ვნებას,აი, ეს კაცი დამიმოწმებს, რომ მე დაღლამდევიგონებ მარტის ქარებივით არეულ ვერბლანს.
რომელი ერთი...მოგიყევით უკვე მრავალი,ირეალობით ავაქაფე ღამე-სქოლიო,ქუჩაში გამვლელს პოეტების ფეხზე მავალივუყვები სონეტს და ერთადერთს!ასე მგონია
გინდა თუ არა, უნდა უთხრა სიცოცხლეს რაღაც,თუნდაც დაცინვით,თუნდაც რიხით,როგორც ამ კაცმა,ყველა რეისზე რომ ახურავს უცვლელი შლაპადა ტუჩის კუთხეს ექაჩება ღიმილი მკაცრი.
და პარეზივით მორჩენილი სიმშვიდე ცალფამყვება რიჟრაჟის სინანულად, რომ ჩემს თავს გავცდი.
დეკანოზიშვილი ნუციკო

დეკანოზიშვილი ნუციკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი