↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლექსი

დეკანოზიშვილი ნუციკო

2013-05-121 წთ საკითხავი1992 ნახვა

—
ავდრებით სნეულს, გადარეულსმაცოცხლებს ფრაზადა ჩემი ფიქრიც უმიზეზოდ ლექსად დავხიე,გადავიარე პეპლად ქცევის ოთხივე ფაზა,ღამე-გრძელი და შიშიანი აქ გავათიე.სიკვდილი უკვე აღარ მზარავს,მხოლოდ მაშინებს,სამოთხის ბაღში აბუზულა ბიჭო-გოგია...მე ამ სიცოცხლეს ვერ გავუგე რაღაც თავშივე,ალბათ, სიკვდილიც არ დამიწყებს დემაგოგიას!`მოძველებული~ ლექსის ფორმაისე მაგიჟებს,როგორც ღვინო და სანატრელი `მარადი ქმარი~,`...და ალიონზე თეთრ დუქანთან~ ტანიტ ტაბიძესარღნის ტირილში გადაჰყრია ლამაზი ქალი.სტრიქონში სევდა მეპარება...და ელამ თვალებსმჭლე ფემინისტი დედაბერი სანამ ჩამიკრავს,მე გადავუხდი პოეზიას ლექსების ვალებსდა სიყვარულში გავუტყდები სიტყვას თავიდან!
დეკანოზიშვილი ნუციკო

დეკანოზიშვილი ნუციკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი