↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნიკოლოზ ტიხონოვს

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2017-05-131 წთ საკითხავი20087 ნახვა

—
გომბორის თავზე მთვარესთან ვდაობ,ამ ლექსს რომ გიწერ, კიდეც თენდება;მაჭრის ჯამივით ელვარე, ძმაო,შენი ჭახჭახი მომაგონდება.
ისევ აქა ხარ და ძმობას სთაფლავ,ვაზის ფოთლებით შუბლდაბურული,ჰა, იცრიცება წყვდიადის აფრა,თრთის შუაღამე უდაბურული.
ცა აივერცხლა...ალაზნის ველიბრწყინავს, ვით ფარჩა ხოხბის თვლიანი,შენ მაგონდები... ლექსები მწველიაქ რომ სიუხვით მოირთვლიანე!
ჩვენ ― ერთი ძმობის გვაცვია კვართი,ვართ, როგორც ვაზი სავსე სიტკბოთი,შენ ხალხის გულში მოსწყვიტე ვარდიდა მისი შუქით სიტყვას ითბობდი...
თუ სიყვარულის იდექ ორწყალში,ტვირთი ძმობისა განა გიმძიმდა? ―ძმურ ლექსთ-ზვირთების ქაფშეტყორცნაშიშენ მარგალიტი გამოგიმწიფდა...
არა დამწვარი მხოლოდ ოცნებით,არც ავთანდილი სტუმრად მოსული, ―განგმირული ხარ დიდ სიყვარულითდა მისი ცეცხლით გარემოცული.
ჟამია, ძმაო, გამოხმობისა,ვერა, ჭაღარა ვერ დაგვამუნჯებს;ვთქვათ ჩვენ სიმღერა დიდი ძმობისადა ჩვენი დროის დავდოთ საუნჯედ.
ცა აივერცხლა.. დილა მოვარდა,დილა შენსავით გახარებული,არ გაგვიჭრია გული ორადა,ერთი გული გვაქვს, შეყვარებული...
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი