↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნიკოლოზ ბარათაშვილს

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2017-05-131 წთ საკითხავი20094 ნახვა

—
ვით ოქროს ფარჩა გადმოკიდული,ბრწყინავდა შენი ქვეყნის ბუნება;ჰხვდებოდნენ დიდი მთაწმინდელებიმთაწმინდის მთაზე შენს დაბრუნებას.
დაგვხვდა ილია ― ქართლის კლდეკაცი,სამშობლოს აზრი შუბლნატყვიარი;დაგხვდა აკაკი ― ბერი ბულბული,ვისი სიმღერის გული ტყვე არი...
ყელს შემოგეჭდო ვაჟა-ფშაველა,სტალინის დედა გეგებებოდა...და შენი ძვირფას ნეშტის წინაშეშენი სამშობლო ფეხზე დგებოდა...
გარს შემოგერტყით ახალი მოდგმა,შენი სიმღერის ცრემლნასხურები;შენს ნაგუბარზე ვინც გამოვზრდილვართ,ახალ ქართლის ბედს ვემსახურებით.
და ჩვენ გემთხვევით ფერფლს აჟღერებულსდა არა მტვერსა და მოჩვენებას,―შენს დაბმულ ქროლვას დაბორკილებულსდა შენს დალურსმულ გამოჭენებას...
გულში ატეხილ ქარიშხლის ღელვამსიკვდილის წყვდიადს არ დაგანება;გააფთრებული შენი მერანიმსოფლიოს გზაზე მიექანება.
და ხალხი, შენი დამბადებელი,ამონათებულ მზეს ეშურება;არ დაიღლება გული ხალხისა,თუ რაში ოფლით შეიწურება!
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი