პოეზია · ლირიკა
ნეტავ, რა ძარღვი გიტევდა
გიორგი ლეონიძე 1899–1966
ნეტავ, რა ძარღვი გიტევდა,რომელი საწიგნობელი?ქართლის გულს გადაეფინეყვავილი დაუჭკნობელი.
მზე შენ სიტყვიდან გამოდის,ხარ უკვდავების იმედი,უთენებელში, ბნელში რომმზიურად გაგვიღიმებდი.
ჩემო სამშობლოვ, ჩემო მთა-ველო,რა იქნებოდი ურუსთაველო?
1954