↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნინო ჭავჭავაძეს

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2026-07-181 წთ საკითხავი23294 ნახვა

—
თუ გადამქრალი შენ ხარ ვარსკვლავი,ახლაც მინათებს შენი მშვენება...შენგან შევიტყვე, რომ სილამაზესარ უწერია გადაშენება!
შენც ცოცხალი ხარ, შენი მგოსნებიცდა გაჟრჟოლება მათი გულისა,თავშესაფარი რამდენ ოცნების,იყავ ბანაკი გაზაფხულისა!
შენს სილამაზის იქით _ ბნელდება,დაიხურება ცისკრის კარედი;შენ მოგაყარეს მიწა ბელტებად,მკერდზე რომ ვარდსაც ძლივს იკარებდი.
ასი წლის შემდეგ მე შენ გიგალობ,ათას წელს გასძლებს შენი მშვენება;შენ, სილამაზის ნაზო გრიგალო,შენგან არასდროს მომესვენება.
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი