↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოდა თავისუფლებას

აბაშიძე გრიგოლ

2026-07-181 წთ საკითხავი6559 ნახვა

—
ის მოდის ზღაპრულ მშვენებით სავსე,ასული ცეცხლის ნგრევის და შფოთის,ტყვიების თქეში გადასდის თავზედა დაცემულთა გვამებზე მოდის!
თმებში უბრწყინავს ხანძრების ფერფლი,ფეხს რომ აბიჯებს ტყვიით მოცელილთ,ვაშას მოსძახის მისსივე მსხვერპლი,მის ნატერფალზე სისხლის მკოცნელი.
ძირს დამსხვრეული გდია უღელი,მაჯებს აჩნია ბორკილის ჟანგი;მოდის ამაყად წარბშეუხრელიდა წინ მოუძღვის ღვთიური ჰანგი.
სანდომიანი და ფეხშიშველიმოდის ღვთაების ხელით ნახატი,მოდის მიმნდობი და მიმზიდველიდა შუბლს უმშვენებს სისხლის ნაკადი.
ოცნება ხალხთა, ნატვრა მგოსანთა,მოდის, მოაფრქვევს ელვას ტყვიებად...მზის ამოსვლას ჰგავს მისი მოსვლა დამას ყველაფერი ეპატიება.
აბაშიძე გრიგოლ

აბაშიძე გრიგოლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი