↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოქროს ვენახი

აბაშიძე გრიგოლ

2026-07-181 წთ საკითხავი6566 ნახვა

—
უქრობი შუქით შემოსილს გხედავ,შენი მზის ჩასვლა ნუმც დამენახოს,ჩემი ოცნების სატრფოვ და დედავ,ჩემი ცხოვრების ოქროს ვენახო.
მზეც მიყვარს,ჩრდილიც ამ მთა-გორების,მდინარეების ჩქარი დინებაც,ჩემი სიმღერის და შთაგონებისშენ ხარ ფესვიც და დაგვირგვინებაც.
შენ ჩემთვის მზე ხარ ამომავალი,სულის სიმაღლევ, გულის ნათელო,არის ლამაზი მხარე მრავალი,მაგრამ არ არის სხვა საქართველო.
და როცა კრძალვით შენს ქებას ვბედავ,გულის ძაფებს მსურს, ხელი შევახო,ჩემი ოცნების სატრფოვ და დედავ,ჩემი ცხოვრების ოქროს ვენახო.
აბაშიძე გრიგოლ

აბაშიძე გრიგოლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი