პოეზია · ლირიკა
რას მიქვია მწუხარება
რას მიქვია მწუხარება,მრავალთ გლოვა, კვნესა ავზე,ოდეს წინსვლის წმიდა სხივიიმედს ჰსახავს კაშკაშ ცაზე;როს გონების ბჭობა, ძალაგრძნობას და სულს გვისალბუნებს,შრომასა და სიფხიზლეზესიცოცხლის ჩანგს გვიხმატკბილებს;როს ნაკადი განათლებისწყვდიადს აქრობს, შუქს ამყარებს,გზას გიჩვენებს, ლამპარს ანთებს,აზრთ შეგნებით გვანეტარებს;სულის ძალას გვიძლიერებს,სჩანს ცხოვრების განთიადი,ყველა იღვწის, უღელსა ჰსწევს;მაშ რად გვინდა კვნესა, დარდი?მე არა მრწამს კვნესა სულის-ურგები და მღრღნელი მარად,ჩონგურს ვუწყობ რწმენით სიმებს,გავღიღინებ მთად და ბარად...
1901 წ.