პოეზია · ლირიკა
ნინოწმინდის ღამე
გიორგი ლეონიძე 1899–1966
ნინოწმინდა... პალატები მეფეთა...გალავანში ― ჯამი აქაფებული,შენი სახე რისთვის შემომეფეთა,ხატი იყავ ― ვეფხვი დაქალებული...
საზანდარმა ღამე ააცახცახა,ავთანდილის მწვადი ცეცხლზე შხიოდა,ცა-ატმებით მსხმოიარე, ჩახჩახა,და გაზაფხულს რძის სუნი ასდიოდა...
ნინოწმინდა... ჩვენ როგორც ხაზარები...ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალასაქართველოს ლექსის მეხანძარენიძმობამ, ცრემლმა, სიყვარულის იარამ!
როგორც ხმალი, ძმებო, ტამერლანისა,სიყვარული ისე დამჯახებია!მე მივტირი ღამეს ზამბახებიანსდა სიყვარულს ათაბაგის ქალისას;
ძუძუები ოქროს კალმახებია,წამწამები აქვს თავთუხის ყანისა...წინანდალის ვაზი აყვავებული,ჩამოსხმული ოქროთი და თაფლითა,
აფრენილი ბაზიერის დაფითა,დურაჯი ხარ, მაყვალს შეფარებული!ნინოწმინდა... ჩვენ როგორც ხაზარები...ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა
საქართველოს ლექსის მეხანძარენიძმობამ, ცრემლმა, იმ პატარა იარამ!