პოეზია · ლირიკა
სალამანდრა
კუდს ნუ მოიქნევ, სალამანდრა-არ მეშინია!ცეცხლი დიდი ხნით მეკიდა და , უკვე დავიწვი.გოგენის ყვითლით შევიღებე.. დაგეშილიაქვეცნობიერი-თვალი მითრთის,თვალი-თვალის წილ,ფეხები-ფეხის,ხელი-ხელის,გული- გულის წილ,ხმელეთზე ხოხავ, დაიღალე, უნდა ჩაყვინთო,დრო გაცნობიდან არცნობამდე, მერე გუშინწინ,გუშინ, დღეს დილას, საათის წინ, წამის...მაკინტოშსვინ შეგიკერავს, სალამანდრა, რომ არ დასველდე?!მიჩვეული ხარ,ჩადი,ჩადი,გაცურე ქვევით,ფსკერზე დაეშვი-გველთევზებთან, ფსკერზე,და შემდეგშეჭამე ყველა ლიფსიტა ან, იყავი ქველი-მოკვდი შიმშილით, როგორც ძველად, კიბის ქვეშ,ხელშიფანქრებით, ჭიქით, ფერებით და მხრებისკანკალით,ტემპერა-კაცის გულიანი და არა კვერცხის,თავი სინდისთან მიიტანე, იქვე დაკალი.კუდს ნუ მოიქნევ, სალამანდრა!ფერფლიდან მზელენ,განთიადები, დაისები, თეთნულდზე თოვლი,თვალი ნათელი, გული-გულში, მზიანი მზერა,ხმელეთზე, ზევით, მწვერვალებზეშეგხვდები მხოლოდ,გზა ციცაბო და ქვიანია, გზა არის გრძელი,ცეცხლი დამინთე, სალამანდრა,-კლდის თავზე...მოვალ.