პოეზია · ლირიკა
მიქელანჯელოს "მოსე"
მზერაში უცხო სიბრძნის სხივია,მოკვდავი ვერც კი ახსნის უბრალოდ,მოსე თუ ასე ღვთაებრივია,შენ რაღა უნდა იყო, უფალო.და, აჰა, მოსემ აღმართა კვერთხი...ამ დროს ან შიშობ ან გელოცება...მოსეს რომ კვერთხად ღვთის ხელი ეპყრა,შენიშნეს მხოლოდ ანგელოსებმა.მუხლზე ეცემა ხალხი დევნილიდა სულს იბრუნებს ციურ მანანითდა კვერთხის წვერზე ბრმა ფრინველივითთვლემს ჰორიზონტი და ქანაანი.ეს რა ძალაა ან რა სულიასათნოების თუ რისხვის მფრქვეველი?ერთ არსებაში მოქცეულიაჯოჯოხეთი და სასუფეველი.ნახევრად ღმერთი, თანაც ტყის კაცი,ზებუნებრივი, თანაც ველური:შემწყნარებელი თავის სიმკაცრითდა შეწყნარებით გამკაცრებული,შემზარავია მისი დუმილი,იდუმალია და აუხსნელი,მრავლისმთქმელია მისი დუმილი,მაგიურია და მომნუსხველი.დუმილით გიმზერსდა უცნაურადსულის კუნჭულებს გითვალიერებს.ის, რაც სავსეა, როდი ხმაურობს,ხმაურობს მხოლოდ სიცარიელე,წინასწარმეტყველს თუ ესიზმრებამესიის სიბრძნე და გზა ახალი?მომავლის დიდი კატაკლიზმებიდა უსასრულო გარდასახვანი?კვერთხში მარხია ღვთის ნებისყოფაყოვლის აღმდგენი და შემმუსვრელი,სტიქიონების მარადისობა,მოკვდავის სულში შემოუსვლელი.და ქვეყანაზე დიდი რაც კია _მეფის სკიპტრაათუ მხატვრის ფუნჯი,თუ მოსეს კვერთხის მადლი არ სცხია,რაღაც აკლია და რაღაც უჭირს.
მესმის საჭრეთლის ხმა სასურველიდა ოცნების დროს ამ ხმით ვენთები,ამ ხმას მოჰყვება ლოცვის სურნელი,სურნელი დაფნის და ლეგენდების.შეგეკითხები გაუბედავადდა ნუ დამძრახავ მოკვდავს, გამჩენო,რა იქნებოდა მოსე ნეტავი,რომ არ შეექმნა მიქელანჯელოს.ქვადქცეულ მოსეს ფიქრით ვეხები,ვით შთაგონებას ჟამთან ნაომარსდა მარმარილოს თბილ ნატეხებითთვალი ევსება არარაობას...