↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მკითხველთან შეხვედრის მცირე ოდისეა

ნიშნიანიძე შოთა

2017-06-121 წთ საკითხავი24952 ნახვა

—
ერთხელ ერთ ლხინშივიღაც უცხო მოდგა სუფრასთან,თამადა შეცბა, მაგრამ მაინც არ გაუბრაზდა.უცნობმა სიტყვა მოითხოვა, მკითხველი ვაროდა მგოსნებს ისე მოგვაჩერდა, ვით წიგნის თაროს.ჩემივე ლექსით მადღეგრძელა...ვერ იყო ფრთხილი...თითქო აჩაჩულ პერანგიდან დასცვივდა თხილი,მსხვილ–მსხვილი, ცხენისძუძუსთავა, სხივ–ჩინჩხლიანიდა კერკეტ სიტყვას გასდიოდა ჩხრიალ–ჩხრიალი.სარდაფი გადნა და შეითხზა ანტიკურ მღვიმედდა ეშვებივით ილესავდა ვარსკვლავთა ქიმებს.შური წამოდგა, გაიზმორა და გაიფოფრადა აიზლაზნა...გადაიქცა ყეყეჩ ციკლოპად.მშიერი იყო ის ოხერი...ჰოდა წინასწართითო–ოროლა მეგობარიც გადამისანსლა.მერე მთასავით დაეყუდა მღვიმის კარებთანდა უსიკვდილოდ აღარავის გაგვატარებდა.წეღან რო რიხით კაცთმოყვარულ საკითხებს წყვეტდნენ,–ახლა ნაწვიმარ ფრესკებივით შეაშრნენ კედლებს.წამით შეჩქვიფდნენ მაცქერალნი სამოთხისაკენდა წმინდანები ეშმაკებად გამოისახნენ...ქედის ციკლოპი ღრუბელივით ფშვინავს საავდროდ,რითი დავბანგო, გამოვბრუჟო და გამოვათრო?!როგორ დავუვსო ქიშპის თვალი საზარელ ციკლოპს,ის ცალი თვალი, შურის თვალი სულ ამას ვფიქრობ.როგორ გავზარდო ანდა როგორ გამოვიგონოერკემალივით ნასუქალი ზორბა სტრიქონირომ ლაჯებშუა ამოვეკრა ოდისევსივით...........................................................................იქნებ ასრულდეს წყალობელი განგების ნებადა გავეპარო ციკლოპივით საზარელ ქებას?
ნიშნიანიძე შოთა

ნიშნიანიძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი