პოეზია · ლირიკა
მისტიკური წუთი
შენ დამიძახე ერთხელ სახელიდა, როგორც ვაზი აეკრას ჭიგოს,სვეტს ავეკარი და ვცახცახებდი:"ეს ერთხელ მოხდა...ეს ერთხელ იყო"
ასეა ზოგჯერ ჭირში თუ ლხინში,ვმხიარულობ და სამძიმარს ვიყოფ,უეცრად ისევ ამიტანს შიში:"ეს ერთხელ მოხდა...ეს უკვე იყო"...
გავივლი ზოგჯერ უცხო სანახებსმებორნისა თუ მეტყევის ქოხთან–ნეტარებით და შიშით ვცახცახებ:"ეს ერთხელ იყო...ეს ერთხელ მოხდა"–
და იმ ერთადერთ საშინელ კითხვასგავურბი, როგორც ცალთვალა ციკლოპს,–სხვა ცხოვრებაში თუ კიდე ვიტყვით:"ეს ერთხელ მოხდა...ეს ერთხელ იყო"?...