↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვერაფერი გამიგია

ლებანიძე მურმან

2026-07-181 წთ საკითხავი10410 ნახვა

—
ვერაფერი გამიგია,ცხოვრებაში რა ხდებაყველაფერი წამიგია-მეგობრები მაკლდება.
ბრაუნინგით არ მომკვდარან,ვინც დღეს ჩემთვის მკვდარია,არც ფანჯრიდან გადმომხტარან-მშვენიერად არიან.
უფრო ხშირად ახლა შინ ვარ,წვიმას ვნატრობ შხაპუნას:შევსვათ! ყველა თავის წვრილმანსაზრუნავში ჩაფლულა!
ყველა თავის ნავში სხდება,ყველამ სადღაც გაცურა,ყველა კვდება, გული მწყდება-წასულან და წასულან.
და დღეები გადის ზანტად,ღამეები გროვდება,ვიღაც უსაშველო ლანდადმწუხრში მიახლოვდება...
მინდა მთაზე ავირბინო,ზღვის მიქცევა ვიხილო,თავში ხელი წავიშინო-რაც მომხვდება, ვიყვირო.
ლებანიძე მურმან

ლებანიძე მურმან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი