პოეზია · ლირიკა
გურამ რჩეულიშვილის ხსოვნას
გურამ! ახალციხესთან ტბა ყოფილა -მე რა ვიცოდი!გურამ! ტბასთან სათიბი ზღვად ყოფილა,მე რა ვიცოდი!იქ სლავურ სოფელს რა უნდოდა,მე რა ვიცოდა!და სანადიროდ,საკალმახოდ,ცხენთა სახედნადრომ მპატიჟობდი,ვეღარასოდეს თუ ვერ გნახავდი,მე რა ვიცოდი!
''ნელი ტანგოა'' ეს ქვეყანა,გურამ!ხომ არ იცეკვებო, - ათასჯერ მორიდებით მკითხეს!...აბასთუმანში,ჭიქა არაყზე,''გურამი დამხრჩვალაო'',-სხვათაშორის ბიჭებმა მითხრეს...
აწ გვაგონდებიჩუმი სევდით და ჩუმი წყენით,ვინც კაცურ მჯიღით გრანიტებს ფშვნიდიგურამშენს წიგნზე დავხატეთ ცხენი -შენს კისერს უგავსკისერი - მშვილდი!