↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გუშინ, მთელი დღე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
გუშინ, მთელი დღე მე ქალაქგარეთვხეტიალობდი, ღრმა იყო წყლული.ჩემს ბინაზე კი ღამით დავბრუნდი,ისევ იმ ფიქრით აღელვებული.
არ მსურდა სანთლის გაჩირაღდნება:საკმაო იყო მთვარის კაშკაში,ნათელი უხვად შემოდიოდაღია სარკმელში და ფანჯარაში.
სარკის სიღრმეში მე დავინახემოგონებისა სახე ვნებული,ვით მოჩვენება - მთვარის ნათელზეღიმწაშლილი და გაფითრებული.
დიდხანს ვუცქერდი ჩემს მეორე ჩრდილს,დიდხანს მის სახეს ვუკვირდებოდი;ვიტანჯებოდი, ო, მშვენიერო,და იმა ტანჯვით იქვე ვტკბებოდი!
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი