↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

და ბევრი რამ მინდა გიამბო

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95287 ნახვა

—
მინდა გიამბო... და ბევრი რამ მინდა გიამბო,მშვიდობიანი აღარა მაქვს ცხადი და ძილი,რაც რომ ერთმანეთს ჩვენ დავშორდით ცხოვრების ზღვაზე,რაც რომ მე შენი არ მინახავს კარგი ღიმილი.
მე კვლავ ვნახულობ შენს სამარეს, იგი პირველიშენი ალერსი გაციებულ გულს არ სჭირია.ნეტავი მხოლოდ ცრემლი მქონდეს! დიდი ხანია,დიდი ხანია, რაც იმგვარად არ მიტირია!
1927
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი