↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

და გაფითრდა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
და გაფითრდა ქალის სახე, და გაფითრდა ქალის სახე,როცა კოცნა პირველ ტრფობის მის მხურვალე ტუჩს შევახე.და გაფითრდა ის მაშინაც, როცა იგრძნო რაღაც ძალა,და გაფითრდა, როს ამ ძალამ წინ სხვა მხარე გადუშალა.და მე მახსოვს, მხოლოდ ერთხელ, სახე გაუალისფერდა,ალბათ ტრფობამ გაიტაცა და თან გულიც სძგერდა, სძგერდა,და გაფითრდა... ვნახე ბოლოს კუბოში რომ იწვა წყნარად,თვალდახუჭულს საკმეველი გარს უვლიდა ნაზ-ნარნარად.და ყვავილთა შორის იწვა სანთლისფერი მისი სახე,როს მხურვალე ჩემი სული გაცივებულ ტუჩს შევახე.და მას შემდეგ ვერ ვიცილებ უჩვეულო ფიქრთა კრებულს,და ვიგონებ, და ვიგონებ ქალს, სიკვდილით გაფითრებულს.
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი