↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

და სისინებდენ, სისინებდენ ჩალის ღერები

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
ციკლიდან „პაციფიზმი“
მოჰქროდა ქარი სუსხიანიგიორგობისთვის.ვრცელ ტრანშეებზე დასცქეროდავრცელი, სერები,სანთლის ღერებად ჩარიგებულოქროობისთვისსალამურებად სისინებდნენჩალის ღერები.გარეულ იხვზე მეოცნებედა სულწასულისდუმდა ბათურა, დასერილიჩალის ფერებით,ყვითელ პარკებში აბრეშუმადცაზე ასულისულ სისინებდნენ, სისინებდნენჩალის ღერები.მზის ჩაგორებას ფერი ედოუცხო სურნელის,ჭილოფის ქუდით იყო ველიდა ნამქერები,როგორც თითები მომაკვდავის,განუკურნელის,ნერვიულობდენ ჩამომხმარიჩალის ღერები.გაყვითლებული ჯარისკაცისჰკვდებოდა გრძნობა.ის დაჭრილია. რა ამაოდმას ეფერები.აგონდებოდა მას ქარხანა,დედა, ბავშვობა...და სისინებდნენ, სისინებდნენჩალის ღერები.
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი