↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დაბმული ჭინკა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
ჩემი სამწერლო მაგიდის ფეხზემიბმული ჭინკატირის: რად გინდა, რად გინდა ლექსიდა ალის ჭიქა?რად გინდა ბროლის რიტმი, მუსიკა?სიკვდილი გელის!წრიალებს ჭინკა, ხმაურობს ჭინკადა მწარედ მწყევლის.არის აქ შეშლა და ჯოჯოხეთითუ ისტერია -შენ მართალი ხარ! მართლაც, რომ ბედიარ მიწერია!შენ მართალი ხარ! ლურჯი ედემიქარმა დაბურდა,მაისი გაჰქრა და ბაღი ჩემიგაუდაბურდა!უჩინრად რბიან დღენი და თვენი,არ ვთვლი მათ დენასდა გამარჯვება, უდაბნოვ, შენიმე მართმევს ენას,საუკუნეთა ვდგევარ წინაშეასე გულმკვდარი,თან ქვითინებენ: ჭინკა ბინაშიდა გარედ ქარი.
1940
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი