↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დაბრუნდა გრძნობა და სისადავე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
დაუნდობელად თვალებ-აშკარაწინ მიდიოდა ცეცხლის კანკელი,როცა დემონმა აალაშკარაუდაბურება და ღრიანკელი.ძვირფასი შხამით სავსე ფიალამე გამოვცალე ქვეყნად, მეგონა.სულში გრიგალმა გადიგრიალა,სამუმს სამუმი გადაეკონა.ვერ დავუკავე მერანს სადავე,გულმა ხალისი ვეღარ დამალა,მოვიდა გრძნობა და სისადავე!ისევ დაბრუნდა ჩვენი ამალა!
1925
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი