↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ცაზე მიდის ერთადერთი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95278 ნახვა

—
ცაზე მიდის ერთადერთიმოღუშული ღრუბელი.იქ არ არის ეხლა ღმერთი,ის ორთქლია გუბელი.
აი, ვრცელი მინდორ-ველიიქ აღარ სდგას მრავალი,ფეოდალი ძველისძველი,მეფეთ შთამომავალი.
მორბის მთების ნაკადულიდა მის კიდეს აწვებასწორი, ნაბდით ჩახატულისაექსპორტო ნაძვები.
და გაისმის შორით-შორიიდუმალი ქუხილი,მოსდებია ველს ტრაქტორი,არის შრომის დუღილი.
ცელქი ბავში მღერის „ლილეს“,არ სჯის უთამაშობა,რა კარგია სიყმაწვილე,რა კარგია ბავშობა.
ატლანტიით ნიავი ჰქრის,ის დაება ჯაგებით,ცას მიეცა ფერი ჯიგრის,ნაზი მოფარდაგებით.
მე ვუყურებ შემკრთალ შუქებს,მიდის, მზე ესვენება,წლოვანებას მიმსუბუქებსმთა და ბარის შვენება.
ჩქარა მოვრჩე, თორემ რას ჰგავს,კმარა ველი ტრიალო,დავუბრუნდე მინდა დაზგას,ჩარხი დავატრიალო.
გამოვჭედო, მინდა ბედი,მიწას მივსცე მიწადი -ოცნებები, დასავლეთი,ეს მთა, ეს წელიწადი.
1940
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი