პოეზია · ლირიკა
თესლბრუნვა (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)
სული - არსება ჩემი - ისევე, როგორც ნიადაგი,თესლბრუნვასსაჭიროებს.
ჭარხლის შემდეგ - ჭვავი ითესება, მიწის წიაღიდან პაწიამწვანეშადრევნებად ამოხეთქილი.
მერე დრო დგება, როცა მუხუდო, ცერცვი ან სამყურა უნდადაითესოს.
ზოგჯერ როიალზე დაკვრა მომინდება, ზოგჯერ - ნავითგასეირნება,
ასევე - თავის დროზე - შენი წერილის წაკითხვაან შენი მოფერება მომინდება, ან წითელი ვაშლის ჩაკბეჩა,ან სადმე
შორს გამგზავრება...