პოეზია · ლირიკა
* * * სადაც მივედი, ყველგან გამრიყეს
სადაც მივედი, ყველგან გამრიყეს,ჯამით სამსალა მასვეს...რაღას ვიზამდი, არსთა გამრიგეს:თუკი ენება ასე!ჩემი ცხოვრება იყო გრიგალი,მდევდა სიკვდილის ლანდი...თანაც ვერაფრით ვერ მოვიკალი:მძიმე წარსულზე დარდი!მწვავდა, მფერფლავდა, ცეცხლი უქრობი,არსად - იმედი, შველა...თუმცა გამწირეს... ნაცნობ-უცნობი:გულით მიყვარდა ყველა!!!რაღას ვიზამდი, არსთა გამრიგეს:თუკი ენება ასე!სადაც მივედი, ყველგან გამრიყეს,ჯამით სამსალა მასვეს...