↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნოსტალგია

ზოიძე შოთა

2006-07-121 წთ საკითხავი2062 ნახვა

—
ბესიკის ბაღში სევდაზე მეტი ვარ,ჩემი გულია ცეცხლგამძლე სეიფი.მომნატრებია მტკვარზე ქეიფი,მაგრამ სადღაა ტივი და მეტივე?!აგერ ფიროსმანის მოხატული დუქანი,დუქანთან _ ბატკანი, ბატკანთან კინტო,ხანდახან ღვინო იმისთანას გიმტრობს,მონაგონია რუქნადინის მუქარა.აგერ საიათნოვას ძველი ჭიანური,სადღა არიან რაინდები ყაბახის,აღარ მინდა სირაჯების ტრაბახი,გამაგონე რამე ჭკვიანური.გოლოვინზე დადის მხცოვანი აკაკი,ქიმერიონში ქეიფობს მაიაკოვსკი,ტიციანი მიწას ზვავივით მოსკდა,ქართული პარნასის ახალი ზვარაკი.ახლა იწერება`არტისტული ყვავილები~,გალაკტიონმა აუშვა აფრა,ჯერ დიდუბეში გაუჭრიან საფლავს,ვაჟა-ფშაველას მთაწმინდის გაელვებით.პოეტის თავი დაგორდა ღრმა ხევში,სასტუმრო `ანგლეტერში~მოკლეს ესენინი,იქნებ გვიანია ახლა ეს წერილი,მეგონა მკვლელი გავაბი მახეში.არ ვიცი, მე როდის ავუშვებ ღუზას,საით გამაქროლებს ბედის ქარავანი,ბარათაშვილია ჩემი ფალავანი,ეკატერინე მეათე მუზა!

ზოიძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი