პოეზია · ლირიკა
ნოველა სიყვარულზე
ჯერ უნდა დავსვა მრავალწერტილი...რითმებს რომ საქმე გავუადვილო,შენ ვარსვლავი ხარ ცას მოწყვეტილი,ციდან ჩემს გულში ჩამოვარდნილი.
მინდოდა თავი მეგრძნო ლომივით,ვიდექი ღია კართან გერივით,მე აგაშენე ბაბილონივით,შენ დამანგრიე კართაგენივით.
და მაინც ჩემი ცა ხარ კრიალა,დარმა ნისლები გადაიტარა,მოდი და სულში ამიწკრიალეშენი ლამაზი ტანის გიტარა.
და მომირჩება ყველა იარა,კალო ხარ ჯერაც გაულეწავი,მოდი და სულში ამიწკრიალეშენი ლამაზი ტანის ლერწამი.
გეძახი_სკანი გოლუაფირო,მოდი, უქრობი ცეცხლი მედება,მოდი და გულში შემომაფრინეშენი მკერდიდან თეთრი მტრედები.
მომაგებე და მომაალერსეშენი ლამაზი მკერდის ჩიტები,მე უკვე ბრმა ვარ და შენს ანკესზეორაგულივით გავიჩითები.
ააკამკამე თეთრი ღაწვები,თეთრ ბალიშზე რომ გაფენ დალალებს,გახსოვდეს, როცა ქმართან დაწვები,ჩემი სახელი გულში დამალე.