↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უცნობი მხატვრის ვნახე ნახატი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
ციკლიდან „პაციფიზმი“
უცნობი მხატვრის ვნახე ნახატიმხოლოდ არ მახსოვს სად ანუ როდის,რა უსაზღვროა დემონთ ღაღადი,რა უგულოა სიცივე ლოდის.
ველურის ხელში თრთის ბავშვი აკვნის,ხვეწნა-ცრემლები ქვას ვერ ამარცხებს:ხარხარით ხვდება ის ამონაკვნესს,ბავშვს დედის თვალწინ კლდეს მიანარცხებს.
თან ქარში ისმის რაღაც გრძნეულიზღვის მრისხანება და აღტაცება,როცა მძვინვარედ მკლავ-მოქნეულიასკდება ნაპირს ტალღათა ცემა.
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი